საქართველოში კორონავირუსით, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპული 65 წლის ქალბატონი რუსუდან ტომარაძეა, რომელიც ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის დედაა. გარდაცვლილს ინფექცია 19 აგვისტოს დაუდასტურდა და ის მკურნალობას სახლში გადიოდა. კორონავირუსით ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის 3 წვერი, ხოლო თავად ვიქტორ სანიკიძე კარანტინში იმყოფება.
Loading…
