covid-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 805-ს შეადგენს. stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საქართველოში კორონავირუსი უკვე 650-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 805 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 650-ია, რაც საერთო შემთხვევების დაახლოებით 90%-ს შეადგენს. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 142-ია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 4 ახალი შემთხვევიდან, 2 არის ე.წ საბურთალოს წყაროდან და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ, ხოლო 2 საკარანტინე ზონიდან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას შეუერთდა, 16 ნოემბრიდან ამოქმედდება

დიდი ბრიტანული გაზეთი გარდიანი: იაპონური წამალი გრიპის წინააღმდეგ „აშკარად ეფექტურია“ კორონავირუსის სამკურნალოდ, ამბობს ჩინეთი

Joni Kvaracxelia

კოვიდ-19 დაუდგინდა ოჰაიოს შტატის გუბერნატორს

დატოვე კომენტარი