covid-19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ამ 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდან გახლავთ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 250.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ ჩაიარა ე.წ. კომენდანტის საათის პირველმა ღამემ

ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა საქართველოში

დატოვე კომენტარი