საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
64

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 576-ს შეადგენს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ორი კი ბოლნისიდან.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ