covid-19

საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის «ინდური შტამი» დაფიქსირდა

ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგინდა, რომ ეს პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის «ინდური შტამით»; 5 ადამიანიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Loading…

მსგავსი პოსტები

კარანტინი გამოცხადდა ისრაელის 5 ქალაქში

ურსულა ფონ დერ ლაიენი საკუთარი გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში გადავიდა

იტალიაში კორონავირუსით  30 მღვდელი გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი