სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება, რაც ვაქცინირებულებს შესაძლებლობას მიცემს ფულადი ჯილდო მოიგონ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ედიავებინარზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე. სექტემბრის დასაწყისი კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
Loading…