საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

0
354

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა. როგორც მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ რომ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, აგვისტოს ომის დასრულების შესახებ. მისიის მიზანია საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მისიის მონიტორებს დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ