covid-19განცხადება/მიმართვა

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი – ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები დახურულად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი. აქედან გამომდინარე მან ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები გახურულად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის შეზღუდულია გადაადგილებები (შესვლა, გამოსვლა).

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჯიმზე გადადის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებოდ შეკრებილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა. “რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს, დღეიდან, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტრის სხვაობიექტები, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა”, – ამბობს გახარია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“სალომეს, ვიღაც მტერი ჰყავს…”-მეტრეველი ზურაბიშვილს

დიმიტრი კულებას განცხადება ჩერნობილისა და ზაპორიჟიეს ელექტროსადგურების საშიშროების თავიდან აცილების შესახებ

„ნაცაქტივისტებს”, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო-მამუკა მდინარაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი