საქართველოში გლოვის დღეა

0
48

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღე, 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა.

ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

შეგახსენებთ 7 აპრილს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს  4 მოქალაქე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, ისინი რუსი ოკუპანტების მავთულხლართებს გამოექცნენ, თუმცა სამწუხაროდ 4 ადამიანის სიცოცხლე გადმოსვლისას ადიდებულმა მდინარე ენგურმა იმსხვერპლა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ