„მთავარი არხის“ ცნობით, „აჰმედის სახელით ცნობილი 40 წლის მამაკაცი ვასამბეკ ბოკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბოკოვი „მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით”, – განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე
შეგახსენებთ კადიროვის მიერ შარშან წარმკთქმულ სიტყვებს გიორგი გაბუნიასადმი. ჩეჩნეთის ლიდერმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ კავკასიაში არცერთ მამაკაცს არ უკადრებია საკუთარი მოსისხლე მტრისთვისაც კი ის, რაც გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში დაუშვა, და დაამატა, რომ „ის არც კავკასიელია, არც კაცი და არც მთიელი”.
“გაბუნია თანდაყოლილი ლაჩარი და უსქესო არსებაა. ის საქართველოსა და ქართველი ხალხის სირცხვილია,” – თქვა კადიროვმა
paqtebi.ge
