საქართველოში ამინდი გაუარესდება

0
10629

“🌥 3-4 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

🌥 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ ქ. თბილისში ამაღამ და ხვალ, 4 იანვარს, დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ