სხვადასხვა

“საქართველოში ამერიკული ბაზების აშენება რეკომენდირებული არ არის”-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ამერიკის ხმასთან”  ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების აშენება რეკომენდირებული არ არის.

“არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს.”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ქუცნაშვილის ცოლი 20 ივნისის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა

Joni Kvaracxelia

“ვისაც სურვილი აქვს ივანიშვილის ცხოვრების გართულებაში და საკუთარი ცხოვრების შემსუბუქებაში მონაწილეობა მიიღოს, შემოგვიერთდით”-ირაკლი ოქრუაშვილი

დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვიც-ავტოავარია თბილისში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი