არსებული ინფორმაციით საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვმა საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია.
როგორც გაირკვა საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირებულია მილიონზე მეტი ანგარიში. გამომდინარე აქიდან დაახლოებით ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს გახსნილი.
მიუხედავად იმისა რომ საქართველოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ პარლამენტმა გარკვეული რეგულაციები მიიღო, აზარტულ თამაშებზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც ჩართულია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით შეიზღუდა აზარტული თამაშების რეკლამა და თამაში შეეზღუდათ საჯარო მოხელეებს, სოციალურად დაუცვლებს, ასევე 25 წლამდე მოქალაქეებს. თუმცა აღნიშნული რეგულაციები არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან აზარტული თამაშებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს და ნადგურდება, რასაც არაერთი კვლევა ამტკიცებს.
