საქართველოს 300,000 მოქალაქე თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან

0
1063

დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ნაწილი იმ წარსულიდან მოვიდნენ რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ნებისმიერი ნაძირალებისგან შექმნილ პოლიტიკურ პარტიას აღტყინებით ხვდებოდნენ, ფულის გამო ყველაფერზე მიდიოდნენ და მიდიან. სამშობლო, ხალხი კი, იყო და არის მხოლოდ მათი ,,პოლიტიკური’’ ბიზნესი. ფინანსების დაგროვების და შავი ფულის გათეთრების წყარო!

გადახედეთ ვინ დგას დღეს ქართული ოცნების გვერდით, მათ შორის არიან ეროვნული ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას  წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანები და მათი შვილები. რომლებმაც დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, შევარდნაძე ჩამოიყვანეს და დახვდენ ზარზეიმით.  რომლებსაც არც კი გაუპროტესტებიათ მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 3 იანვარს, სადაც 5 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და არცერთი არ იყო ზურაბ ვაზაგაშვილზე და სანდრო გირგვლიანზე უფროსი. რომელთა სახელები ქართული ოცნების იდეოლოგებმა პირზე აიკრეს და იქცა წინასაპლაკატო ლოზუნგად, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით რაც გამოუვიდათ კიდეც ამ სვავებს. ეს ადამიანები თავისი იდეოლოგიით ნამდვილად არიან სვავები. ხოლო ივანიშვილი მათი სულიერი იდეოლოგი, მთავარი სვავი საქართველოში.

მათ ასევე არ გაუპროტესტებიათ ყველაზე სისხლიანი დღე საქართველოში,  მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გელა ლანჩავა. არაოფიციალური წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 – დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე – მამუკა ტერაშვილი იყო. უტყვი და ურეაქციო იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში მოკალათებული მედროვეები არც კი აინტერესებდათ დაღუპულთა სახელები და წლოვანება და დღეს ისინი ისევ ტივტივებენ ხელისუფლების ტალღაზე დემოკრატიის სახელით. მათთან ერთად მათ იდეოლოგიურ გზაზე შემდგარი ზოგიერთი ,,ახალგამომცხვარი’’ პოლიტიკოსები. რომლებიც  რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებზე ახდენენ უსწრაფეს რეაქციას, რამოდენიმე წუთში თავის მიმდევრებს გამოყრიან გარეთ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოსახატად და არც კი მიკვირს რომ “გავრილოვის ღამეს” დაშავებული ბავშვების ბედი მათ აინტერესებდეთ, ან ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვა მრავალი პატრიოტების, რუსეთის მიერ მოკლულ ნაწამები ადამიანების ბედი,  გაპროტესტებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ქართველები ოკუპაციის გამო თავიანთი მშობლების და ახლო ნათესავების საფლავზე ვერ მიდიან. არაფერი არ არის ახალი, დღევანდელი ახალი არის მივიწყებული ძველი ამბავი. წრეზე ტრიალებს ბედკრული საქართველო მედროვეების და მოღალატეთა სიჭარბით. დადასტურებულია რომ 1990 წლისთვის საქართველოს 300,000 მოქალაქე თანამშრომლობდა  საბჭოთა უშიშროებასთან და მათი უმეტესობა აქტიურად თუ პასიურად დღესაც რუსეთის პოლიტიკას  ქადაგებს საქართველოში.

სანამ შავს თეთრად აღვიქვამთ არ გამოვა არაფერი. აღმოსავლეთ ევროპის 30 ქვეყნიდან “ლუსტრაციის კანონი” მხოლოდ 12 ქვეყანაშია მიღებული, 18 ქვეყანას “ლუსტრაციის კანონი” დღემდე არა აქვს მიღებული. ლუსტრაცია უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა. ამ კანონის მიღების გარეშეც დღეს თითქმის ყველაფერი ნათლად სჩანს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ ეს უპირობოდ აუცილებელია. ნებისმიერი სახელმწიფოს დაშლა და გადაგვარება გარდაუვალია თუ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შენების პარალელულად  ღირსება,ზნეობა, სამშობლოს ერთგულება, სარწმუნოება, მოქალაქეობრივი თვითშეგნება არ ამაღლდა და სიმართლე უპირველესად თუ არ დაფასდა. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში წარმოადგენს სამართლებრივი და ძლიერი სახელმწოფოს პრინციპის უშუალო ქვაკუთხედს.

ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ