განცხადება/მიმართვა

საქართველოს ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის, – ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

იმედინიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია არა სიტყვებით, არამედ საქმით ვლადიმირ ზელენსკი

ზურაბიშვილი რუსეთის კადრია, ვაშაძე-ევროპული ორიენტაციის-ბუბა კიკაბიძე

Joni Kvaracxelia

უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც უკრაინაში შეიქმნა – კრაზანების ბუდის განადგურება აუცილებელია დიმიტრი მედვედევი

დატოვე კომენტარი