ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი პიტერ სტანოსთან “პირველებთან” ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება განიხილება.
“საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. არა, ფაქტია, ის რომ ეს ძალიან გაშორებთ ევროკავშირის გზიდან, ამიტომაც ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა კი ჩვენ არ გვისმენს. როცა კანდიდატი ქვეყანა მოქმედებს ისე, როგორც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, არ ასრულებს კრიტერიუმებს, მაშინ ჩვენ ვეუბნებით მთვრობას: თუ არ გვისმენთ, მაშინ გავატარებთ იმ ზომებს, რომლებიც თქვენთვის სასურველი არ იქნება. ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს, ზოგიერთ მათგანს კი სჭირდება უფრო მეტი დრო და ერთიანობა. მაგრამ ერთიანობა არ გვჭირდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად, საქართველოს მთავრობსთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებაში. თქვენ დაინახავთ, რომ საქართველოს პრემიერს და მაღალჩინოსნებს ევროკავშირი აღარ მოიწვევს და ევროკავშირიდანაც აღარ გეყოლებათ საქართველოში ვიზიტორები. ასევე, ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებასაც არ სჭირდება ევროკავშირში ერთიანობის მიღწევა. ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თქვენ არასწორი გზით მიდიხართ, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს” – ამბობს პიტერ სტანო.
