სხვადასხვა

საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო -აცხადებს განათლების სამინისტრო. სამინისტროს ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება. 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი მკვეთრად დაეცა

Joni Kvaracxelia

დღეს, საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Joni Kvaracxelia

ხელისუფლება დავით გარეჯის ვითარების დაძაბვაში ნაცების პროვოკაციის კვალს ეძებს და ვერ პოულობს-დავით ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი