“საქართველოს უკვდავი პოლკი” – მოძრაობა, რომელიც დრემდე ითხოვს გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას, რომელმაც თავისი ღონისძიებების ორგანიზებით ხალხს პრორუსებად დაამახსოვრა თავი. მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს რუსეთის პრეზიდენტი არაერთხელ დასწრებია.
დღეს ზემოთხსენებული პოლკი ოფიციალურად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, როგორც “მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი”. ამის შესახებ მათ განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს სადაც ნათქვამია, რომ:
"გამარჯვება! 2019 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა, საქართველოს უკვდავი პოლკი".
საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, მოძრაობა უკვდავი პოლკის ხელმძღვანელად რევაზ გოგიძე დარეგისტრირდა.
უკვდავი პოლკი დეკლარირებულად მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა ის რუსეთის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ იარაღად არის მიჩნეული და სავარაუდოდ, ფინანსდება კიდეც კრემლისგან.
Loading…
