განცხადებები

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ წყაროზე — www.schengenvisainfo.com გავრცელდა სტატია სათაურით “ევროკავშირის აეროპორტების სრული სია, რომელიც უსაფრთხოა COVID 19-ის ფონზე“ , თუმცა, ჩამონათვალი, რომელიც მოყვანილია სტატიაში შემუშავებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და წარმოადგენს პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალს და არ წარმოადგენს უსაფრთხო აეროპორტების სიას.

„12 ივნისს ერთ-ერთ უცხოურ ენოვან წყაროზე — www.schengenvisainfo.com გავრცელდა სტატია სათაურით “ევროკავშირის აეროპორტების სრული სია, რომელიც უსაფრთხოა COVID 19-ის ფონზე“ (EU’s Complete List of Airports Marked as Safe Amid COVID-19) გვსურს განვმარტოთ, რომ ჩამონათვალი, რომელიც მოყვანილია სტატიაში შემუშავებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და წარმოადგენს პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართებაშიც ევროპის საავიაციო ხელისუფლება მოუწოდებს ავიაკომპანიებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად. შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს უსაფრთხო აეროპორტების სიას, როგორც ეს შეცდომით მოყვანილია ერთ-ერთ წყაროზე და შემდგომ ითარგმნა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შემუშავებულ აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად. შესაბამისად ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ დამატებითი ზომების მიღება საქართველოში ოპერირების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო ხელისუფლებამ თხუთმეტჯერ განაახლა ჩამონათვალი და საქართველო და მისი აეროპორტები ამ სიაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა შეყვანილი. -აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში…»-მამუკა ხაზარაძე

roma sajaia

გვსურს ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ — უცნობი

«დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!»-ზურაბიშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი