სოცქსელი

საქართველოს სამეფოს განცხადება

საქართველოს სამეფო სახლის “ფეისბუქ” გვერდი დავით ბატონიშვილის სახელით  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“საქართველოს სამეფო სახლის განცხადება

მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას . ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს.”

დავით ბატონიშვილი
2019 წლის 18 აპრილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“გრიგოლიჩ! პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს”-ოქრუაშვილი ივანიშვილზე

“მორჩით ახლა მასხარაობას…სამარცხვინოა”-ვის მიმართავს ნიკა გვარამია

roma sajaia

“მახსოვს , 2006 წელს…დღესაც იგივეს ვფიქრობ”-ნანუკა ჟორჟოლიანი გოლეთიანის განცხადებაზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი