საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სიერა ლეონეს ოთხი მოქალაქე ჯავახეთში დააკავეს.დაკავებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილებას და საზღვარზე უკანონოდ გადასვლას. ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
previous post