პოლიტიკასხვადასხვა

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა. 1991 წელი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა თუ ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონის მიუხედავად, სახელმწიფოები მიისწრაფვიან საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ. გაიცნობიერა რა გლობალური პრობლემები (პირველ რიგში კი ბირთვული ომისა და ეკოლოგიური კატასტროფების საშიშროება), კაცობრიობა ცდილობს ერთიან ოჯახად გაიაზროს თავი.

საქართველო და ქართველი ხალხი, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ორგანული ნაწილი, დღეისათვის საერთაშორისო ცხოვრებისაგან თითქმის მთლიანად გამოთიშულია. უკანასკნელი ორი საუკუნის და განსაკუთრებით ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე ქართველი ხალხის მიმართ შეგნებულად ტარდებოდა პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო მისი ეროვნული და კულტურული გადაგვარება. მიუხედავად ამისა, ქართველმა ერმა შეძლო არა მარტო თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის, არამედ გარკვეულად ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაც. მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით არის შესაძლებელი საქართველოს ჩაბმა გლობალურ ინტეგრაციულ პროცესებში.

გეოგრაფიულად და ისტორიულად საქართველო ორი სამყაროს – ევროპისა და აზიის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის საზღვარზე მდებარეობს. ვეკუთვნით რა ევროპასა და ქრისტიანულ ცივილიზაციას, ჩვენში ყოველთვის ძლიერი იყო აღმოსავლური ელემენტებიც. ქართველი მეფეები და ხალხი იჩენდნენ შემწყნარებლობას სხვა რელიგიებისა და ერების წარმომადგენლების მიმართ, თვითონ კი ძირითადად მორწმუნე ქრისტიანებად რჩებოდნენ. ისტორიულმა პროცესებმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრა ის, რომ საქართველო ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან და გარკვეულწილად მასტაბილიზებელ როლს.

სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ, შეიძლება იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესებისათვის ხელის შეწყობა და რეგიონში სტაბილური ვითარების უზრუნველყოფა. საქართველომ უნდა განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი.

საქართველო და ქართველები ყოველთვის კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდნენ. მიუხედავად დღეისათვის გარედან ინსპირირებული კონფლიქტებისა, საქართველომ უახლოეს მომავალში კვლავ შეიძლება იკისროს ეს როლი. ამით იგი აღადგენს ქრისტიანული შემწყნარებლობის პრინციპების დამცველის უნიკალურ ისტორიულ ფუნქციას და აქტიურად ჩაებმება მსოფლიო-პოლიტიკურ პროცესებში…

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი ვაშაძე: ივანიშვილის ხელისუფლების ბედი გადაწყვეტილია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დღეს, თელავში ავტომანქანა დაიწვა

დაზარალებულის სტატუსის მქონე მოქალაქეები საგამოძიებო მასალებს სახლში გაეცნობიან

დატოვე კომენტარი