«რუსთავი 2»-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გაქნცხადება გააკეთა.
«ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც არაერთხელ აღნიშნავს პრეზიდენტი, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, რომ იყოს დაცული. მას სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არის და იქნება დაცული. ამის იქით, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი ვერ შევა ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში. პატივი უნდა ვცეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო, ამ შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ და რომლითაც დადასტურდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ საკითხთან მიმართებაში მიუკერძოებლობა,“- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
Loading…