საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის განცხადებას ეხმაურება

0
129

აშ შ-ის ელჩის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება, პრეზიდენტის განცხადებაში წერია:
„იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, განცხადებები,რომლებიც ყურადსაღებია. უბრალოდ პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი,ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა, თუ რაღაცნაირად სკანდალი მიავიწყებინა საზოგადოებას, ყველას ეს ავიწყდება. თუ შეცდომა რაიმენაირად დალაგდა აქ საქართველოში, რომ ამის თაობაზე ყველა ივიწყებს, ასე არ არის.ის შეცდომები ,რასაც ჩვენ ვუშვებთ დემოკრატიასთან მიმართებით,რაზეც ვსაუბრობდით მთელი წინა წელი, რაც გამოიხატება, როგორც ხელისუფლების ზედმეტ კონსოლიდაციაში ,ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში,ისე ინსტიტუციური სტაბილურობის შესუსტებაში,ეს ყველაფერი არსად არ იკარგება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის ერთ და ორ კვირაში და გადააგორებთ რაიმე სხვა თემით, ყურადღება მიაქციეთ ამ განცხადებებს”, –  ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ