განცხადებები

«საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს შეეხნენ!» — ზაზა ხატიაშვილი პატრიარქს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ეხმაურება ამ დღეებში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს. ის აღშფოთებულია პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციას და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

«მეგობრებო! მართლმადიდებლოებო გაიზიარეთ! გაჩუმება არის ღალატი!
საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს შეეხნენ!
არცერთ ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში ამ უმსგავსობაზე არცერთი ღირსეული ჟურნალიტი გადაცემას არ გააკეთებდა. ჩვენ ვნახეთ როგორ გახარებულები იყვნენ გუშინ ჟურნალისტები, ზოგიერთი მათგანი სენსაციას უწოდებდა სიბინძურის გავრცელებას ტელეეთერების საშუალებით. გვახსოვს, რამოდენიმე თვის უკან ჟურანლისტები ემუქრებოდნენ ხელისულფლებას თუ ჩვენი პირადი ცხოვრების კადრები გავრცელდება საფლავში ჩაგყვებითო,მაგრამ პატრიარქის წინააღდმეგ მიმართულ სიბინძურეზე მზად არიან ორ საათიანი გადაცემები გააკეთონ. დღეს, სავარაუდოდ ტელეკომპანიები ემზადებიან ახალი გადაცემების გასაკეთებლად,ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო სენსაციურად გააშუქებს სიბინძურეს. ჟუნალისტებო! თქვენ ხართ ამ ქვეყნის შვილები შეწყვიტეთ სიბინძურეზე გადაცემების გაკეთება. გაემიჯნეთ ბინძურს კამპანიას უწმინდესის და უნეტარესის წინააღმდეგ! საქართველოს რომ არ ჰყავდეს უტვინო პროკურატურა და ადამიანები დასჯილიყვნენ ინტიმური სიბინძურის გავრცელების გამო ამ შედეგს არ მივიღებდით. თუ ინგლისში, ყველაზე მოწესრიგებულ სამართლებრივ ქვეყანაში, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელზე რახიმ სტერლინგზე ბანანის სროლის გამო რასისტი უნდა იჯდეს ციხეში, თუ ფეხბურთელებზე რასისტული გამონათქვამების გაამრვცელებელბი უნდა იჯდნენ ციხეში , საქართველოში, პროკურატურამ რატომ დაუშვა ეს უმსგავსობა?
ეტყობა თადუმაძეს „კემბრიჯის უნივერსიტეტში“ სწავლის დროს აღნიშული არ ასწავლეს.
პროკურატურას რომ დაენერგა პრეცედენტი და დაესაჯა ადამიანები, ინტიმური შეურაცხყოფის გავრცელების ან გამონათქვამების გამო ამ ქვეყანაში ასეთი სიბინძურე აღარ მოხდებოდა. მივმართავ უტვინო პროკურატურას! აამოქმედოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 -3 მუხლი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, რომელიც გულისხმობს პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ზუსტად ანალოგიური ნორმა მოქმედებს ინგლისში როდესაც რასისტული შეძახილების გმაო ადამიანები მიდიან ციხეში.როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა 17 მაისი დააწესა ოჯახის სიწმინდის დღედ ,რითაც ქვეყანა სულიერდ გადაარჩინა, ეს არის იმ ხალხის შურისძიება პატრიარქზე რომელსაც უნდათ საქართველოს გარყვნა და პატრიარქის როლის დასუსტება ჩვენს ქვეყანაში,» — წერს ზაზა ხატიაშვილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«გონიერება გვმართებს…»-სოზარ სუბარი

roma sajaia

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს დაიწყებს ომს

«ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი..»-გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს

roma sajaia

დატოვე კომენტარი