საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სამებაში მიმდინარე წირვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც ეიძულებული გახდა საეკლესიო მსახურობა შეეწყვიტა ამჟამად პატრიარქი საპატრიარქოში იმყოფება, ხოლო ექიმ-კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
„იყო არტერიული წნევის ცვალებადობა. დაქვეითდა არტერიული წნევა, რის გამოც, მან იგრძნო დისკომფორტი. თუმცა, დილიდანვე, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ არ წასულიყო წირვაზე, რადგან მთლად დამაკმაყოფილებლად არ გრძნობდა თავს. მაინც წავიდა და ამ დისკომფორტის გამო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. ამჟამად მდგომარეობა არის კარგი, ყველა პარამეტრი არის ნორმაში და პატრიარქი ჩვეული რიტმით განაგრძნობს ცხოვრებას და მოღვაწეობას,“ – განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.
