პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დოკუმენტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

ბიუჯეტში სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი. პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა არის გათვალისწინებული, ხოლო პირველი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.

2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება ანაზღაურების 150-ლარიანი ზრდა.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ბაიდენმა?

roma sajaia

“დაგვიჭერენ, გვცემენ დაგვხოცავენ არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა”- ხორბლის გადამზიდავების აქცია

Joni Kvaracxelia

ილონ მასკი ახალი პარტიის დაარსებას აპირებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი