პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომას კამათის გარეშე არ ჩაუვლია

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. აზრთა სხვადასხვაობა «ქართული ოცნების» ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დამატებით ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. «ნაციონალური მოძრაობის» წევრის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობას მსგავსი უფლებები არ უნდა ჰქონდეს.

«პარლამენტი, ფაქტობრივად, ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, რომ შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ფაქტობრივად, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება ადამიანების თავშეყრისა და გამოხატვის ყველა უფლება, ჩაკეტოს ქალაქები, პარლამენტს უნდა შეუთანხმდეს ყველაფერი. აქ წერია პირთა მიმოსვლა, საკუთრების უფლება და თქვენ აძლევთ მთავრობას საკუთრების ჩამორთმევის უფლებას? როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა აირზენასთან დაკავშირებით?!»- განაცხადა რომან გოცირიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურის ვინაობა ცნობილია

პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

ნიკა მელია პარტიას აფუძნებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი