საქართველოს პარლამენტთან ექიმების კარავი დაიდგა

0
914

13 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ რიგით მე-18-ე კარავი დაიდგა. კარვის მეპატრონეები კი საქართველოს მედიკოსები არიან.

მედიკოსების თქმით, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ კარვების ქალაქში განთავსებულ აქციის მონაწილეებს, სადაც ყოველთვის იქნება მინიმუმ ერთი ექიმი და ექთანი. ისინი აღჭურვილები არიან სათანადო მედიკამენტებითა და სამედიცინო ხელსაწყოებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის 18 კარავია გაშლილი, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნითა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ასეულობით მოქალაქე ათენებს ღამეს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ