მსოფლიოშიპოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ

2020 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია «აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ». ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელმწიფო.

«გასული წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 54 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლზე დათქმის გაკეთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დროებით გაუვრცელებლობაზე ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიყენების გარეშე სამართლებრივად შესაძლებელია

Joni Kvaracxelia

თურქეთი აპირებს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობას

«თუ რუსეთს აგრესორად თვლით, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ»-ვლადიმირ ჯაბაროვი

დატოვე კომენტარი