covid-19

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთმა კარები ჩაკეტა

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას, – ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოს ცნობითვე, ბრძანება არ ეხება საქართველოდან მიმავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში 1824 ახალი კოვიდინფიცირებული და 23 გარდაცვლილი

განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ათი ქვეყანა

მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ეპიდაფეთქებებისთვის

roma sajaia

დატოვე კომენტარი