2003 წელის 5 ივლისი- თბილისის საერთაშორისო აროპორტში ა.შ.შ. ყოფილი სახელმწიფო მდივანის, ჯიმ ბეიკერის თვითმფრინავი დაეშვა.
მთავარი განსახლველი თემა: მოახლოებული არჩევნევნები.
მთავარი მესიჯი: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
შედეგი: «ვარდების რევოლუცია»
2012 წლის 5 ივნისი-კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისში ჩამობრძანდა ა.შ.შ. მოქმედი სახელმწიფო მდივანი, ქალბატონი ჰილარი კლინტონი.
მთავარი განსახილველი თემა:მოახლოებული არჩევნები.
მთავარი მესიჯი:თუ ქართული არჩევნები დადებითად შეფასდება, დასავლელ დამკვირვებელთა სიმრავლე ამ შეფასებებს წონას შემატებს, ხელს შეუწყობს არჩევნების შემდგომი ნებისმიერი არეულობის განმუხტვას და ამავდროულად შეუძლებელს გახდის კრიტიკულ მომენტში რუსეთის ჩარევას.
შედეგი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული და უანალოგო ხელისუფლების გადაცემა.
2019 წლის 25 მარტი-თბილისში ნატოს გენერალური მდივნი იენს სტოლტენბერგი ჩამობრძანდა.
მთავარი განსახილველი თემა: უსაფრთხოება და არჩევნები.
კრიტიკული შეფასება:არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი წყვეტს ვინ იქნება მთავრობაში.
მთავარი მესიჯი: ხალხს აქვს უფლება შეცვალოს მთავრობა. ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას აქვს არსებითი მნიშვნელობა.
შედეგი: …
ცვლილებების დროა!
ამასთან, თუ 2003 -ში, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჩამობრძანდა, 2012 -ში ჩამოვიდა მოქმედი, ხოლო ამჟამად კი ნატოს გენ. მდივანი…რაც თავის მხრივაც არის ერთგვარი ინფორმაციული დატვირთვის მატარებელი და იგი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მზარდი მხარდაჭერის მანიშნებელიცაა, რაც სრულებით არ უნდა გავაიგივოთ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერასთან, უფრო პირიქით.
კერძოდ, თუ ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე დასკვნებს გავითვალისწინებთ, საქართველოს მმართველმა პირებმა სრულად ამოწურეს დასავლეთის ნდობის ლიმიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში დასკვნები იქნებოდა უფრო ფრთხილი. ამის ფონზე კი ბატონი ივანიშვილის მიერ, პირადი არხებით (ბატონი აბაშიძის მეშვეობით) რუსეთის მიმართულებით საიდუმლოდ გაშვებული ინფორმაცის კარასინის მიერ პირდაპირი ეთერით გასაჯაროებამ,(ჩაშვება) ნათლად დაგვანახა, რომ რუსეთიც უარს ამბობს მასთან ურთიერთსასარგებლო პოლიტიკურ თამაშებში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაციის შინაარსს ტელეეთერით არავინ გააჟღერებდა.
და თუ ეს მოქმედება, დასავლეთისგან ზურგშექცეული ლიდერის ტაქტიკური სვლა იყო, დასავლეთისვე დასაშანტაჟებლად და მათთან სავაჭროდ გამიზნული… ანუ წინასწარ შეცნობით თუ «გააჟონინა» ინფორმაცია, რადგან ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ დასაყრდენების მოსკოვში ძებნა, საგანგაშო სიგნალად მიეღოთ — უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ამას არავინ ჭამს და მისი ნაფიქრის ანალიზს შესაძლოა მოსკოვიც აკეთებდნენ და ვაშინგტონიც. თუმცა, გამორიცხული არაფერია, მითუფრო ამგვარი საბედისწერო შეცდომა საქართველოს უახლეს ისტორიასაც ახსოვს. მაგალითად, როცა, პოლიტიკურად ბევრად უფრო გამოცდილმა შევარდნაძემ, ზუსტად მსგავსი შეცდომა დაუშვა ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, როცა გადაწყვიტა რომ დაეშანტაჟებინა დასავლეთი -არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად არ შეხვდა ამერიკის იმდროინდელ ელჩს საქართველოში, სამაგიეროდ რამდენიმეჯერ დემონსტრაციულად შეხვდა რუსეთის იმდროინდელ ელჩს საქართველოში, ბატონ ჩხიკვიშვილს, რამაც მხოლდ და მხოლოდ გაზარდა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და ვარდების რევოლუციის საერთაშორისო მხარდაჭერის ტემპები.
P.S. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე დასკვნა მარტივია-საქართველოს მმართველი ელიტა, ყველასგან ზურგშექცეულია. მათ არც მეგობრები და არც მეზობლები აღარ აღიქვამენ სერიოზულად!
ან იქნება ცვლილებები ან მოხდება გაცილებით უარესი!
კობა კაპანაძე