ლატვიის პრეზიდენტმა ივანიშვილის პარტიას ახალი მძიმე გზავნილი გამოუგზავნა.
«ამერიკის ხმისთვის» მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეპრესიული კანონი აქვს გასაუქმებელი.
«საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა»-განაცხადა რინკევიჩმა.