განცხადებები

საქართველოს მთავრობა ერთჯერადი ტესტების შემოტანას ხელოვნურად აფერხებს-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსის ერთჯერადი ტესტების შემოტანას გამოეხმაურა:

«რაც შეეხება ერთჯერად ტესტებს.
ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხდება დიდი რაოდენობით ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინამ შემოიტანა
საკმარისზე მეტი ჩინეთიდან. პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ
შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.
ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით სრულიად ხელოვნური შეფერხებაა.
იმედია ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოს ორ-სამ დღეში, და თქვას რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს…
იმიტომ, რომ ეს ძველი «ტრიუკია», ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო, როდესაც
აღმოჩნდება რომ ბიუჯეტს არ აქვს ელემენტარული ფული.
ტყუილად გონია ვინმეს, რომ ჩვენი ხალხი ამას გადაყლაპავს!
ადამიანების ჯანმრთელობაა ახლა მთავარი და პოლიტიკური ტრიუკების დრო არ არის…
უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვხედავ, ქართველ ოლიგარქს ძალიან მალე თვითონვე…»-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

«ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები უკავშირდება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს»-ოქრუაშვილი

Joni Kvaracxelia

სასწრაფოდ!!სოფელ კირბალიდან ოკუპანტებმა გაიტაცეს 17 წლის მოზარდი გაიტაცეს

დატოვე კომენტარი