განცხადებები

საქართველოს მთავრობა არ არის პრორუსული — ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო

ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა:

«არსებობს ძალიან კარგი ლათინური გამოთქმა, თუ დუმილს შეინარჩუნებ, იქნები ფილოსოფოსი. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული ხელისუფლება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა კარგად ასრულებს სამუშაოს იმ ბალანსის შენარჩუნებით, რომელიც ერთი მხრივ, უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, მეორე მხრივ, რეალური პოლიტიკით, რაც გამოწვეულია კორონავირუსითა და ოკუპირებული ტერიტორიებით“, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა «ინტერფაქს უკრაინასთან» განაცხადა: «მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. თუმცა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც სხვების აზრს ამ საკითხზე, რადგან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა“.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში“-გიორგი გახარია

ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად- თეა წულუკიანი

„თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წელს და შემდგომ, ჩვენ მივიღებთ 2 მილიონი პენსიონერით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას“-სააკაშვილი

დატოვე კომენტარი