სხვადასხვა

საქართველოს მთავრობაში დიდი წმენდა დაიწყო და გიორგი ქობულია აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა(ვიდეო)

«შაბათის კურიერის» ინფორმაციით საქართველოს მთავრობაში დიდი წმენდა დაიწყო და გიორგი ქობულია აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა.

როგორც ცნობილია ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია  ნათია თურნავამ შეცვალა,  პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ის უკვე ოფიციალურად დანიშნა თანამდებობაზე.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მმართველ გუნდში არსებულ კლანურ ინტერესებს შეეწირა.

ოპოზიციაში თვლიან, რომ   ახალი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა  ბიძინა ივანიშვილს დავალების შესრულებაში პრობლემებს არ შეუქმნის. მათი თქმით, თურნავა უწყებაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კადრია. ის სამინისტროში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობდა.

არსებობს ვერსიაც, რომ  ნათია თურნავამ   ვანო ჩხარტიშვილს გიორგი ქობულიას შესახებ ინფორმაცია, მიაწოდა რომ გიორგი ქობულია ერთ-ერთ საქმეს აჭიანურებდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-მა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

ბათუმში დაკარგული გოგონა იპოვეს

ტრაგედია თბილისში-11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი