covid-19განცხადებები

«საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში»-ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ძლიერი ზომები მიიღო კორონავირუსის წინააღმდეგ.

«საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოეხდინა სრული მობილიზაცია. მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში»

«ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან – გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს.»-განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ…»-გვარამია

«ასეთი რამ არც ჩემს დროს მომხდარა…მოხდა ეს კატასტროფა»-მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

«უგულავას სასამართლო აწამებს, სამაგიეროდ ადამიანის შარდით მწამებელს, ბიძინას ნაბიჭვარ მონა თემურ აბაზოვს — ზარზეიმით ამართლებს»-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი