“საქართველო ახალ ტერიტორიებს კარგავს!!!!
ამჯერად, საკუთარი ნებით!!!
საქართველოს მთავრობამ დათმო ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი!
—————————————————————-
1988 წლიდან სომხები აქტიურად ცდილობენ ჰუჯაბის წაღებას – უნივერსიტეტის და ძეგლთა დაცვის ჯგუფებს უამრავჯერ დახვდნენ სომხეთის მილიციელები და სხვადასხვა პროვოკაციები მოუწყვეს ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს. 90-იან წლებში – ძირითადად ადგილობრივი და სომხეთის მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა აქტიურობდა და სხვადასხვა ხერხით – სასოფლო სამეურნეო, საძოვრის, სომხურ წარწერიანი ქვების მოტანა – დადებით, “ჩვენი მამაპაპის მიწაა-ს ძახილით – ცდილობდა შეექმნა წაღებისთვის აუცილებელი ფონი – ქართული მხარის სრული დუმილის ფონზე – ვის ეცალა მაგისთვის ! … 2005-ში, სომეხმა მესაზღვრეებმა გამაფრთხილებელი ცეცხლიც კი გაუხსნეს ტვ “მზე” – ს გადამღებ ჯგუფს . შემდეგ კონფლიქტი მიჩუმათდა და დაიწყო დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი – (არადა, საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული[8]. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის რაიმე სახის ხელშეკრულება საზღვრის გადაწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე არ გაფორმებულა.) ეს პროცესი 2013 წლამდე არ ეხებოდა ჰუჯაბის მონაკვეთს და შემდეგ კი ძირითადად ამ მონაკვეთის გარშემო მიდიოდა მსჯელობა – “ცნობილი” – მელაშვილის ხელძღვანელობით. მონასტერს სამხრეთიდან – სომხეთის მხრიდან – ტყე ადგას და ჩრდილოეთით – საქართველოს მხრიდან – მინდორია. სწორედ ეს 350 მეტრიანი მინდორი მოაქციეს ‘საზღვრის “იქით ახლა და ჰუჯაბი სომხეთს ჩააბარეს. ჰუჯაბი ერთი ეკლესიაა რომელიც სომხებმა ჩარტეს 250-იან ჩამონათვალში -“სომხური ეკლესიები საქართველოს ტერიტორიაზე” და მათზე გვედავებიან – ასე რომ – ეს “პრეცენდენტი” მათ წისქვილზე ასხამს წყალს და უამრავჯერ გახდება პრეტენზიების პრეცენდენტული საფუძველი.
მალე გამოვაქვეყნებთ კომისიის იმ წევრ-ორჯონიკიძეების ვინაობას, ვინც ხელი მოაწერა ხუჯაბის ტაძრის გადაცემის დოკუმენტს და ამჟამად ამზადებს გარეჯის გადაცემას აზერბაიჯანული მხარისთვის.
საქართველო დღეს წარმოადგენს ე.წ. “სადღესასწაულო ტორტს”, რომლის ნაჭრებსაც ჩვენი მეზობლები ინაწილებენ.
მალე დარჩება მხოლოდ თბილისი და რამდენიმე ქალაქი.
ჩვენი მთავრობა კი გავრილოვებით და ორჯონიკიძეებით გახლავთ დაკომპლექტებული!”
დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”
