განცხადებები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

«აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები აწუხებს ყველას, ვისთვისაც აუცილებელია მშვიდობა ჩვენს რეგიონში და ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. დღეს მეტი ღირებულება არ არსებობს. ამიტომ დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის გამწვავებას.
ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და ემყარება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია და ამ ფაქტს არაფერი შეცვლის, ამავე დროს არსებული დავა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად. ყველას, ვინც ერთდროულად გააძევეს რეგიონიდან, აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლებში, და ვინც უკვე იქ ცხოვრობს აქვს მშვიდობიანი ცხოვრების უფლება და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.
საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმური და მეგობრული ურთიერთობებით. ჩვენი მომავალი ბალტიის სამ ქვეყანას შორის ურთიერთობის მსგავსი უნდა იყოს. კავკასია უნდა იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის რეგიონი. მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებული, რომ ჩვენი დანაწევრება და დომინირება მოახდინონ. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის უფლება მათ!» — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რათა მათ „თიბისი ბანკის“ საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ»-ფადი ასლი

Joni Kvaracxelia

აშშ-ის სახ. მდივნის ვიზიტი შალვა ნათელაშვილმა შეაფასა

«მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით»-კობახიძე სტიქიის ზონიდან გაყვანილებზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი