განცხადება/მიმართვა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ს მიმართვა გაავრცელა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ს მიმართვა გაავრცელა.

მიმართვაში პატრიარქი კიდევ ერთხელ ულოცავს მრევლს აღდგომას და გარდაცვლილთა სულებს მაცხოვარს ავედრებს. “კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს: ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თიოთოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ!”- ნათქვამია მიმართვაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს”-ქობულია

“თუ დამიჭერენ, გული მწყდება, რომ პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა არ მექნება ივანიშვილისთვის უკანალში “-ნიკა მელია (ვიდეო)

2016 წელს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩასმა არ უნდოდა – სოფო კილაძე

დატოვე კომენტარი