“საქართველოს კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს…სადღაც აპრილის ბოლოსკენ გავრცელება დაღმა წავა-თენგიზ ცერცვაძე

0
73074

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ “2020NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება აპრილის დასაწყისში დაღმა არ წავიდა, სადღაც აპრილის ბოლოსკენ მაინც წავა.

‘ჩვენ, ჯერჯერობით, არ ველოდებით, რომ კორონავირუსი თვისებებს შეიცვლის. შესაძლოა, მასში მოხდეს ე.წ. წეტილოვანი მცირე ზომის მუტაცია, ანუ მან რაღაც მცირე თვისება შეიცვალოს – შეიძლება გახდეს უფრო გადამდები ან პირიქით, ნაკლებად გადამდები. უახლოესი ერთი წლის მანძილზე ამ ვირუსის სერიოზულ სახეცვლილებას არ ველოდებით. ასეთი ვირუსი სწრაფ სახეცვლილებას არ განიცდის. ხშირ შემთხვევაში, მის სახეცვლილებას წლები სჭირდება.

კორონავირუსი ჯერჯერობით, გრიპის ვირუსივით არ იქცევა. მარტის ბოლოდან გრიპის ვირუსის ტალღა თავისით იკლებს, ყოველგვარი ღონისძიებების გარეშე. ვარაუდოებენ და მეც იმედი მაქვს, რომ თუ ვირუსის გავრცელება აპრილის დასაწყისში დაღმა არ წავიდა, სადღაც აპრილის ბოლოსკენ მაინც წავა. ეს ჩვენი იმედი და სურვილია, მაგრამ კორონავირუსი ჯერჯერობით, ასე არ იქცევა.

საქართველოს კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს, რადგან ქვეყანაში ამაზე ბევრად უფრო მძიმე ინფექციებიც გავრცელებულა. კორონავირუსი ხალხს შიშის ზარს არ უნდა სცემდეს, რადგან მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 2-3%-ია.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, კორონავირუსზე იმ მასშტაბების ტესტირება არ ხორციელდება, როგორც ეს საქართველოში ხდება. საქართველოში იკვლევენ ყველას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი და წარმოადგენს რისკის ჯგუფს. თან ისე, რომ ტესტების პასუხები რამდენიმე საათში ხდება ცნობილი. უცხოეთის წამყვან ქვეყნებში კი, თუ ადამიანს მძიმე სიმპტომი არ აქვს, ტესტირებას არ უტარებენ.”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ