სხვადასხვა

საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების თავდაუზოგავმა ბროლამ მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა პირველად გაკვალა. ისლანდიასთან თბილისურმა მატჩმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების ბედი, ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. თამაში ისლანდიის გამარჯვებით 80 : 77 დამთავრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია 2023 წლის 25 აგვისტოს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში მიიღოს მონაწილეობა.
მეტოქეც შესაბამისი იყო – თუ ჯგუფში საქართველომ ესპანეთი დაამარცხა, ისლანდიამ – იტალიას სძლია. მისი დამარჯხება კი იოლი საქმე რომ არ იყო, პირველ მატჩშიც დავრწმუნდით – საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში 88:85 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 3 ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

Loading…

მსგავსი პოსტები

უბედური შემთხვევა ფონიჭალაში

რომან აბრამოვიჩს შესაძლოა დაეკისროს ერთი მილიარდი ვალის გადახდა

Joni Kvaracxelia

“2004 წელს იაგო ნებიერიძე ავტოფარეხს აკეთებდა ჩვენთან და იქ გაიცნო ჩემი შვილი, ნამდვილად ის არის კავშირში ჩემი შვილის გატაცებასთან”-14 წლის გატაცებული მოზარდის დედა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი