განცხადებებიპერსონა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების» თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „მინდა გამოვხატო ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ», — წერს პატრიარქი.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების» სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საიას გამგეობის განცხადება

«მესროლეს დიდი ქვა…შემთხვევით გადამირჩა თვალი…»-ანა სუბელიანი

«რუსეთს საქართველოსთან საომარი მოქმედების საიდუმლო გეგმა ჰქონდა»-სერგეი ივანოვი

დატოვე კომენტარი