საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

0
233

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

«13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი», — აღნიშნულია ინფორმაციაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ