საქართველოს ვაქცინაზე წვდომა უახლოეს მომავალში ექნება-შარლ მიშელი

0
117

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხს შეეხო. მისი თქმით, საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომა უახლოეს პერიოდში ექნება. „ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში იმისათვის, რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, — თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ