პოლიტიკა

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი მიხეილ მიქანაძე გახდა

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი — ვუხელმძღვანელო სამინისტროს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მომავალთან არის დაკავშირებული,“ — განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, მინისტრის პოსტზე აიღებს ვალდებულებას, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს წარმატებული, რაც, როგორც ის ამბობს, პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას.

მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე წულაძეს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმები გაგრძელდება და დაჩქარდება, ხარისხზე მაქსიმალური აქცენტით.

„მაქვს სრული მზაობა, რომ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მოვემსახურო და ყველაფერს გავაკეთო სამინისტროს წარმატებისთვის“, – დასძინა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა

roma sajaia

“მი­ხა­რია შენი ნახ­ვა კი­დევ ერთხელ”-დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნა­ში ერთმანეთს შეხვდნენ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საქართველოს პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი წარადგინა

roma sajaia

დატოვე კომენტარი