პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად ნიშნავენ, ხოლო გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად.
«ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად- კაცი, რომელიც ქვეყნის საჰაერო დაცვის წინააღმდეგ წავიდა და ალასანიას ხელი შეუშალეს მაშინ და გაათავისუფლეს და კაბელების საქმეც ამას მოჰყვა, როცა უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩაყარეს( ყველას გვახსოვს)ანუ ეს ნიშნავს: ღარიბაშვილი თავდაცვაში იმიტომ , რომ საქართველო დაცული არ იყოს! უფრო იოლი იქნება ოკუპანტზე “ გადაბარება”,მხოლოდ ამას ნიშნავს! რაც შეეხება გახარიას- დღევანდელი პროცესით “ კმაყოფილი” გავრილოვის გამოსვლით, ცხადია ( თუ კიდევ ,ვინმეს არ სჯეროდა) ვინ ჩასვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში- რუსეთის კომ პარტიის წევრი გავრილოვი!ხელისუფლებავ — საქართველოს “ გადამბარებლებო” გვიფრთხილდით, ქვეყნის ღალატს არ გაპატიებთ!!!!!!!!!!!!!»