საქართველოსა და საფრანგეთს შორის რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან განახლდება

0
195

საქართველოსა და საფრანგეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;

თბილისი – პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას“, –ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ