განცხადება/მიმართვა

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით საქართველომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა.

«პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა»- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

კობახიძე: «ევროპულ საქართველოს» ათეულობით ძველი ბიჭები და ქუჩის ავტორიტეტები ჰყავდათ ჩართული

«ამ ძუკნას სექსის გამო ათობით ახალგაზრდა სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული»-მეგი გოცირიძე

“მთავარ არხს” ახალი მეწილე ჰყავს

დატოვე კომენტარი