კახა თარგამაძე: საქართველომ უნდა აღიაროს, რომ აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვართ მისი მტრები თუმცა მისივე თქმით ის ქართველი, რომელიც ამას გადადგამს მაშინვე საშინელი დარტყმის ქვეშ მოექცევა. შს ყოფილი მინისტრი „ასავალ-დასავალთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველომ აგვისტოს ომის დაწყება უნდა აღიაროს. „საქართველომ უნდა აღიაროს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ. მაგრამ საქართველოში დღეს ერთი კაციც არ არის ვინც რუსებთან დაილაპარაკებს“,-განაცხადა კახა თარგამაძემ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.
Loading…